Rolls-Royce-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ავტომობილებს. კომპანიამ წარადგინა კაბრიოლეტი Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed, რომელსაც შესაძლოა უკვე უწოდო Rolls-Royce-ის ყველაზე ლამაზი ავტომობილი. Phantom Drophead Coupe პირველად წარდგენილი იქნა დეტროიტის ავტოსალონზე 2007 წელს და მოცემულ მომენტში გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კაბრიოლეტი მთელს მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ Rolls-Royce-მა აჩვენა მისი ახალი ვარიაცია, რომელიც შექმნილია ლეგენდარული მრბოლელის – მალკოლმ კემპბელის საპატივცემულოდ, რომელმაც 1937 წელს ნავ Bluebird K4-ზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ეს მოვლენა მოხდა 77 წლის წინ იტალიის ტბა მაჟორზე. იქვე შედგა Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის დახურული პრეზენტაციაც. კაბრიოლეტი შეღებილია Bluebird K4-ის ფერში, რომელმაც საკუთარი სახელწოდებაც კი მიიღო – Maggiore Blue. Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ი დაკომპლექტებულია თორმეტცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 6.75 ლიტრს და აქვს 460 ცხენის ძალა.ომპანია Rolls-Royce გეგმავს გამოუშვას Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის 35 ეგზემპლარი, რომლის თითოეულის ფასიც შეადგენს 435 ათას ბრიტანულ ფუნტს. ეს ფასი 130 ათასით უფრო ძვირი მოცემული ავტომობილის საბაზო მოდელზე.![](https://lh3.googleusercontent.com/blogger_img_proxy/AEn0k_tL3ZnrtteRnRuM1Elmw9sqGNfE89T_HY0R4wbrzEG40t6jR7BQ-8dXErGaLEvOOOAtEAPpOIeS2LikS3yiNfEp7njUkkfUnQtU_t2ccHnqU3cCYoFqFhHfxB8LBqjOQs5QIipQXhNuM6Gnl4H49fwhCd-vXa58-kUnsf2arglV5Q1sxtrxnlL__BCN7Q=s0-d)
No comments:
Post a Comment