Friday, September 5, 2014

Ferrari

    ენცო ფერარი 1898 წელს, მოდემში დაიბადა, ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი, როგორც შეუდარებელმა მრბოლელმა. თავისი 
მბრწყინავი კარიერა მან პირველი მსოფლიო ომის ბოლოს დაიწყო. იგი სპორტული კომპანიის, Costruzioni Meccaniche Nazionali–ს წევრი გახდა. 1920 წელს კი კომპანია Alfa Romeo–ში მიიღეს, მრბოლელისა და გამომცდელი მძღოლის როლის შესასრულებლად. ენცო ფერარიმ საკუთარი სარბოლო ჯგუფი, Scuderia Ferrari ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი მიზანიც, Alfa Romeo–ს მოდელების სიჩქარეებზე მუშაობა იყო. ამ უკანასკნელი კომპანიის ავტომობილები სპორტულ შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას. ჯგუფის ემბლემა გახდა ორფეხზე შემდგარი ცხენი. ეს გამოსახულება ენცო ფერარიმ ცნობილი იტალიელი მფრინავის, ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე ნახა.
    ენცო ფერარი,Alfa Romeo–სთვის 1938 წლამდე მუშაობდა. ორი წლის შემდეგ, მან საკუთარი ფირმა ჩამოაყალიბა, სახელწოდებით, Auto Avio Construzioni, რომლის მუშაობის ოფიციალური სფეროც ავტომობილების წარმოება იყო. სწორედ ამ კომპანიაში შექმნა ფერარიმ საკუთარი პირველი ავტომობილი, „815“, რომელიც 1,5 ლიტრიანი, რვაცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. იმ დროისათვის, ფერარის საკუთარი სახელის დარქმევა არ შეეძლო ავტომობილისთვის, რადგან Alfa Romeo–სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მას ოთხი წლის მანძილზე კერძო ავტომობილის აწყობის უფლება არ ჰქონდა. 1940 წელს, მრბოლელებმა ალბერტო ასკარიმ და ლორაციო რანგონიმ, „815“–ით მონაწილეობა მიიღეს Mille Miglia–ს რბოლაში, მაგრამ ფინიშამდე ვერ მიაღწიეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ფერარიმ თავისი წარმოება მარანელოში გადაიტანა, მა–დენიდან 20 კილომეტრის მოშორებით. 1944–1945 წლებში კომპანიამ, ინგლისურ–ამერიკული ავიაციის რამდენიმე დაბომბვა გადაიტანა. 1946 წელს ქარხანა აღადგინეს და ავტომობილების წარმოება დაიწყეს. ასე შეიქმნა ოფიციალური ავტომწარმოებელი –Ferrari.



ეს კი ხუმრობით :)



No comments:

Post a Comment