Saturday, September 13, 2014

Halo Intersceptor - უნივერსალური ავტომობლი

     ბრიტანელმა კონცეპტუალურმა დიზაინერმა ფილიპ პოლიმ ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა, რომელსაც იდეაში ფრენაც შეუძლია და ცურვაც და ამგვარად, უფრო უნივერსალურია, ვიდრე “ტერაფუჯა”, ან ისევ ის ფანტომასის ფრთოსანი “სიტროენი”. ავტორმა კონცეპციას “ჰალო ინტერსცეპტორი” უწოდა და თან განმარტა, რომ ეს მუტანტი ავტომიბილიცაა, მოტორიანი ნავიც, თვითმფრინავიც და შვეულმფრენიც.
კონცეპტუალური აპარატი ჩვეულებრივი თვითმფრინავი იქნებოდა, გარეგნულად ავტომობილს რომ არ ჰგავდეს. უკანა ნაწილით ის “ბუგატი ვეირონს” მოგაგონებთ, წინიდან კი სამბორბლიან ელექტრომობილ “აპტერას” ჰგავს. მაგრამ ფრენის წინ, ფრთები და კუდი “ეზრდება”. და, ასე განსაჯეთ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.4 წამში ავითარებს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ-ია. ჰო, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კონცეპტუალურ მფრინავ ავტომობილ ნავს კარებები თოლიას ფრთის სტილში ეღება. როდესაც ნავად გადაკეთდება, “ჰალოს” სიგრძე 11 მეტრს აღწევს, მისი სიჩქარე კი მფრინავ ვარიანტზე არანაკლებ (ნავებისთვის) შთამბეჭდავია – 117 კმ/სთ (63 კვანძი). კონცეპციის ავტორი არაფერს ამბობს თავისი ქმნილების იმ ვარიანტის დინამიკურ მახასიათებლებზე, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. სამაგიეროდ, ის ადასტურებს, რომ “ჰალოს” ეს თვისებებიც გააჩნია.
 


No comments:

Post a Comment