Friday, September 5, 2014

Bertone Alfa Romeo Carabo (ბერტონე ალფა-რომეო კარაბო)

                                                      ბერტონე ალფა-რომეო კარაბო


       ”კარაბო” 1968 წლის პარიზის ავტოშოუსთვის შეიქმნა და მისი ავტორი ”ბერტონეს” დიზაინის სახლში მოღვაწე მარჩელო განდინია. განდინის აგრეთვე ეკუთვნის ისეთი ცნობილი ავტომობილების დიზაინი, როგორიცაა ”ლამბორჯინი აუნთაცი”, ”ლანიკა სტრატოსი” და ”ბუგატი EB 110″. 70_იან წლებში დიზაინერები განუდგნენ მსუბუქ, მომრგვალებულ ფორმებს და ხისტ, მკვეთრ ფორმებზე გადავიდნენ. გემოვნების ცვლილება ყველაზე მეტად ”ლამბორჯინი მიურადან” ”ქაუნთაჩზე” გადასვლისას იგრძნობა.

”ბე-ემ-ვეს”(BMW, ბი-ემ-დაბლიუ) თანამედროვე დიზაინის შემოქმედმა კრის ბანგალმა, ”კარაბოზე” საუბრისას ერთადერთი სიტყვა ”ჟალუზები” ახსენა. რატომ მაინცდამაინც ჟალუზები? საქმე ისაა, რომ 70_იანი წლებში დიზაინის მნიშვნლოვანი ელემენტი იყო და ”ლამბორჯინი მიურით” დაწყებული ”ფორდ ტორინოთი” დამთავრებული ყველა ავტომობილის უკანა ნაწილს ამშვენებდა.
”კარაბოს” ინტერიერში სწორი ხაზები და მართკუთხა ფორმები ჭარბობს, ხოლო ავტომობილში მაღლა ასაწევი კარებიდან ჯდებით. განდინიმ ეს ტექნელოგია მოგვიანებით ”ქაუნთაჩისთვის” გამოიყენა და მსგავსი კარები ისეთ თანამედროვე ავტომობილებს აქვთ როგორებიცაა: ”ფერარი ენცო”, ”მერსედეს ბენც SLR” და ”სალინ S7″.

ფასი: -
ძრავა: ცხენის ძალა, 2 ლიტრი, V6
0-100კმ/სთ: 6,4წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 250კმ/სთ









     





    

No comments:

Post a Comment