Saturday, September 13, 2014

Halo Intersceptor - უნივერსალური ავტომობლი

     ბრიტანელმა კონცეპტუალურმა დიზაინერმა ფილიპ პოლიმ ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა, რომელსაც იდეაში ფრენაც შეუძლია და ცურვაც და ამგვარად, უფრო უნივერსალურია, ვიდრე “ტერაფუჯა”, ან ისევ ის ფანტომასის ფრთოსანი “სიტროენი”. ავტორმა კონცეპციას “ჰალო ინტერსცეპტორი” უწოდა და თან განმარტა, რომ ეს მუტანტი ავტომიბილიცაა, მოტორიანი ნავიც, თვითმფრინავიც და შვეულმფრენიც.
კონცეპტუალური აპარატი ჩვეულებრივი თვითმფრინავი იქნებოდა, გარეგნულად ავტომობილს რომ არ ჰგავდეს. უკანა ნაწილით ის “ბუგატი ვეირონს” მოგაგონებთ, წინიდან კი სამბორბლიან ელექტრომობილ “აპტერას” ჰგავს. მაგრამ ფრენის წინ, ფრთები და კუდი “ეზრდება”. და, ასე განსაჯეთ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.4 წამში ავითარებს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ-ია. ჰო, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, კონცეპტუალურ მფრინავ ავტომობილ ნავს კარებები თოლიას ფრთის სტილში ეღება. როდესაც ნავად გადაკეთდება, “ჰალოს” სიგრძე 11 მეტრს აღწევს, მისი სიჩქარე კი მფრინავ ვარიანტზე არანაკლებ (ნავებისთვის) შთამბეჭდავია – 117 კმ/სთ (63 კვანძი). კონცეპციის ავტორი არაფერს ამბობს თავისი ქმნილების იმ ვარიანტის დინამიკურ მახასიათებლებზე, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. სამაგიეროდ, ის ადასტურებს, რომ “ჰალოს” ეს თვისებებიც გააჩნია.
 


მომავლის ავტომობილი XSCAPE 2030

                              
   არც თუ ისე შორეულ მომავალში განმარტოვებაში დაგეხმარებათ კომფორტული და უსაფრთხო პირადი ავტომობილი XSCAPE. ავტომობილი უზრუნველყოფს მძღოლისთვის იდეალურად კომფორტულ გასეირნებას: მინიმალისტურ სალონში შესაძლებელია, რომ მძღოლმა შეიქმნას შესანიშნავი ატმოსფერო – დაარეგულიროს განათება და ხმა. XSCAPE-ის მართვა შესაძლებელია ორი ჯოისტიკის საშუალებით. ავტომობილის უკანა ნაწილი და შასი საშუალებას მოგცმთ, რომ “გაჭიმოთ” მანქანა და გახადოთ ის ორ ადგილიანი. ასევე მანქანა აღჭურვილია გადამცემებით, რომლებიც ატყობინებენ მძღოლს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დიზაინერის სიტყვების მიხედვით მანქანა გაყიდვაში 2030 წლამდე ადრე არ გამოვა.

                 

 

PEUGEOT

                  Peugeot-onyx-off-1
 ფრანგება Peugeot ONYX-ის გამოსახულება და ვიდეოტიზერი გამოაქვეყნეს . თუმცა ტექნიკური ინფორმაცია პარიზული პრემიერისა ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ Peugeot–ი შინაურ გამოფენაზე ურიგოდ არ იგრძნობს თავს და  ONYX -ი ღირსეულად წარსდგება  Peugeot-ს სტენდზე. არაოფიციალური მონაცემებით ,  ONYX-ი აღჭურვილი იქნება. ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარით , მასში შევა 1,6-ლიტრიანი ტურბოძრავა და ელექტრომოტორი.

Rolls Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed

                         
   Rolls-Royce-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ელეგანტურ ავტომობილებს. კომპანიამ წარადგინა კაბრიოლეტი Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed, რომელსაც შესაძლოა უკვე უწოდო Rolls-Royce-ის ყველაზე ლამაზი ავტომობილი.  Phantom Drophead Coupe პირველად წარდგენილი იქნა დეტროიტის ავტოსალონზე 2007 წელს და მოცემულ მომენტში გახდა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კაბრიოლეტი მთელს მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ Rolls-Royce-მა აჩვენა მისი ახალი ვარიაცია, რომელიც შექმნილია ლეგენდარული მრბოლელის – მალკოლმ კემპბელის საპატივცემულოდ, რომელმაც 1937 წელს ნავ Bluebird K4-ზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ეს მოვლენა მოხდა 77 წლის წინ იტალიის ტბა მაჟორზე. იქვე შედგა Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის დახურული პრეზენტაციაც. კაბრიოლეტი შეღებილია Bluebird K4-ის ფერში, რომელმაც საკუთარი სახელწოდებაც კი მიიღო – Maggiore Blue. Rolls-Royce Phantom Drophead Coupe Waterspeed-ი დაკომპლექტებულია თორმეტცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 6.75 ლიტრს და აქვს 460 ცხენის ძალა.ომპანია Rolls-Royce გეგმავს გამოუშვას Phantom Drophead Coupe Waterspeed-ის 35 ეგზემპლარი, რომლის თითოეულის ფასიც შეადგენს 435 ათას ბრიტანულ ფუნტს. ეს ფასი 130 ათასით უფრო ძვირი მოცემული ავტომობილის საბაზო მოდელზე.






                       
    კონექტიკუტის შტატში, კომპანიამ Laser Power Systems, ავტომობილის პრინციპულად ახლი ძრავა შეუმუშავა, რომელიც რადიოაქტიურ ელემენტზე – თორიუმ – 232, იმუშავებს. დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე მძიმე ქიმიურ ელემენტს, სწორედ ამ თვისების გამო, სითბოს ძალიან დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლია. ამ ეტაპზე, აღნიშნული ტექნოლოგიის ადაპტაციის ტესტები ტარდება, რის საფუძველზეც აიგება ახალი ავტომობილი საოცარი შესაძლებლობებით: ასეთი აგრეგატი, მხოლოდ 8 გრამ საწვავზე 100 წლის განმავლობაში შეძლებს მუშაობას. CEO Laser Power Systems –ის წარმომადგენელი ჩარლზ სტივენსი დარწმუნებულია, რომ თორიუმის მხლოდ 1 გრამს, ჯამურად , 28 000 ათასი ლიტრი ბენზინის ექვივალენტის ენერგიის გენერირება ძალუძს. ესე იგი, 8 გრამი – ასწლეულზე იქნება გათვლილი. ცნობილია, რომ მანამდე კომპანია Cadillac აწარმოებდა მსგავსი ტიპის ცდებს World Thorium Fuel Concept Car–ის ფარგლებში.


Mercedes AMG GT


   

  წარმოგიდგენთ Mercedes-ის უახლეს მოდელს AMG GT-ს, რომელიც 2014 წლის 11 სექტემბერს დაიბადა და დიდი სიმპატიები და მოწონება დაიმსახურა როგორც კრიტიკოსებისგან ასევე უბრალოდ მერსედესის და საერთოდ ავტოინთუზიასტებისგან.
    საუკეთესო პერფორმანსი, აგრესიული სტილი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხი. სწორედ ასე შეიძლება აღვწეროთ უახლესი მოდელი Mercedes AMG GT. სპორტ კლასის AMG GT-ის სრულიად ახალი 4 ლიტრიანი ორმაგად ტურბირებული V8 ძრავა აქვს, რომელიც GT ვერსიის შემთხვევაში, 462 ცხენისძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის მქონე AMG GT 0-100 კმ/სთ-მდე 4 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ. ლიმიტირებულ 304 კმ/სთ-ს. რაც შეეხება GT S ვერსიას, ახალი V8 მის კაპოტქვეშ 510 ცხენს და 650 ნიუტონმეტრს წარმოქმნის, რაც სრულიად საკმარისია პირველი ასეულის 3.8 წამში ასაღებად და ელექტრონულად შეზღუდული 310 კმ/სთ-ს გასავითარებლად. დიზაინის თვალსაზრისით AMG GT, საკმაოდ წააგავს წინამორბედ SLS AMG-ის, თუმცა 1540 კილოგრამი წონის მქონე AMG GT გაცილებით მანევრული ეკონომიური და “მწვანე” გახლავთ, რადგან 100 კილომეტრზე ეს უკანასკნელი 9.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველ გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 219 გრამ CO2-ს გამოყოფს. აღსანიშნავია 7G-Tronic Dual Cluth გადაცემათა კოლოფი, რომელიც SLS AMG-დან არის გადმოატინილი რაღა თქმა უნდა გარკვეული მოდიფიკაცეიბით, რაც მეტად სპორტულ სწრაფ და მკვეთრ გადაცემებს უზრუნველყოფს.


Wednesday, September 10, 2014

ვოლგა-იმპულსი 2014

რუსული ავტომობილი ვოლგა-იმპულსის 2014 წლის მოდელი 





Friday, September 5, 2014

მსუბუქი ავტომობილის მართვის სახელმძღვანელო ახალბედა მძღოლებისათვის.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალბედა მძღოლების დასახმარებლად. იგი დაწერილია ლიტერატურულ ენაზე და გამოყენებულია ტექნიკური ტერმინები. ქვემოთ მოყვანილია მძღოლებში გავრცელებული ტერმინების ტექნიკური შესატყვისები.

  1.    აკუმულატორთა ბატარეა – აკუმლატორი  2.    აქსელერატორი – გაზი  3.    ბერკეტი – რიჩაგი  4.    გადაბმულობა – ცეპლენია, კონუსი  5.    გადაცემათა კოლოფი – კარობკა  6.    გადაცემის შეცვლა, გადაცემის გადართვა – სიჩქარეში ჩაგდება  7.    მოხვევის მაჩვენებელი(ციმციმა) – პავაროტნიკი  8.    მუხრუჭი – ტორმუზი  9.    ნეიტრალური გადაცემა – ხალასტოი10.    სალტე – პაკრეშკა11.    სადგომი მუხრუჭი – რუჩნოი12.    სავარძელი – სიდენია13.    სამუხრუჭე დოლი – ტარმაზნოი ბარაბანი14.    სამუხრუჭე სითხე – ჟიტკოსტი15.    სამუხრუჭე ხუნდი – კალოტკა16.    სატერფული – პედალი17.    საქარე მინის მწმენდები – დორნიკები18.    საჭე – რული19.    უსაფრთხოების ღვედი – რემენი20.    ხელსაწყოების ფარი – პრიბორები21.    ცეცი – შუპი22.    ძრავი – მატორი23.    ძრავის კარტერის ხუფი – პადონი


     
ორი ძირითადი ტიპის მძღოლები არსებობენ: პირველნი მშვიდად ატარებენ ავტომობილს, ზედმეტი აჩქარების გარეშე, მეორენი კი სწრაფად მოძრაობენ, მკვეთრად ძრავენ და აჩერებენ ავტომობილს. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ერთსა და იმავე მანძილს მეორე სტილით მოძრავი მძღოლები 3–5 %–ით უფრო სწრაფად გადიან, ვიდრე პირველი სტილით მოძრავი მძღოლები. სამაგიეროდ ისინი უფრო დაძაბულები არიან, ეხარჯებათ მეტი საწვავი, მათი ავტომობილის ნაწილები უფრო მეტად ცვდება და მაღალია რისკის ფაქტორიც.
     არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ავტომობილის სწრაფი ტარება მძღოლის ოსტატობის ნიშანია. გამოცდილი მძღოლების მართვის სტილს თუ გავაანალიზებთ, საწინააღმდეგო შედეგებს მივიღებთ. გამოცდილი მძღოლი მდორედ ზრდის და ამცირებს სიჩქარეს, მკვეთრად არ ამუხრუჭებს, მას იშვიათად ჭირდება გადაცემების გადართვა.მოძრაობის ასეთი სტილი ნაკლებად ღლის მძღოლს და მგზავრებს, მცირდება საწვავის ხარჯი და ავტომობილის ცვეთა. ასეთი სტილით მოძრავი მძღოლი არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა მძღოლებისათვის, მისი მოქმედება პროგნოზირებადია და გასაგები. მდორე მოძრაობა, მკვეთრი აჩქარების და  მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე მძღოლის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
     ავტომობილის მართვის დროს ახალბედა მძღოლს ხშირად ეუფლება უარყოფითი ემოციები:  განგაში, თავდაუჯერებლობა, ავარიის მოხდენის და მისი ფატალურად დამთავრების შიში. უარყოფითი ემოცია ღლის ახალბედა მძღოლს, ძაბავს და ხელ–ფეხს უბორკავს მას.
     მძღოლი გამოცდილებას და ოსტატობას დროთა განმავლობაში იძენს, მაგრამ ზოგიერთი თვისება მასში თავიდანვე უნდა არსებობდეს. ასეთ თვისებებს მიეკუთვნება პასუხისმგებლობის გრძნობა სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე, ყურადღების კონცენტრაცია საქმიანობის დროს, მიღებული ინფორმაციის სწორად და სწრაფად შეფასების უნარი და სხვა. მძღოლის ერთ–ერთ აუცილებელ პროფესიულ თვისებას წარმოადგენს საგზაო სიტუაციის პროგნოზირების უნარი. მან უნდა იწინასწარმეტყველოს რამდენიმე ადამიანის(არა მარტო ადამიანის) მოქმედება (ქვეითების, სხვა მძღოლების, ცხოველების და ა.შ.)
     ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მძღოლი იღებს მხედველობის საშუალებით. გზის სწორად დათვალიერება მნიშვნელოვნად  მოქმედებს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. მძღოლს მხედველობა არ უნდა გადაეღალოს. მან უნდა მოასწროს ყველაფრის დანახვა წინ, უკან და გვერდით, რაც საკმაოდ ძნელია. მას უნდა შეეძლოს საგნების სწრაფად და სწორად აღქმა სივრცეში და დროში; ზუსტად უნდა შეძლოს მანძილის განსაზღვრა საგნებს შორის, აგრეთვე საკუთარ ტრანსპორტსა და სხვა საგნებს შორის; უნდა შეეძლოს ყურადღების თავისუფლად გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეზე; მან შორიდანვე უნდა შეამჩნიოს მოძრავი და უძრავი სატრანსპორტო საშუალებები, ქვეითები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა, გზის საფარის მდგომარეობა და ა.შ.
     გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა ავტომობილის მართვა გართულებულია აგრეთვე გარედან მოქმედი არახელსაყრელი ფაქტორებით, როგორიცაა: სიცივე, სიცხე, ხმაური, ვიბრაცია, წვიმა, თოვა, ნისლი, გზის ცუდი საფარი და სხვა. ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ავტომობილის მართვა მიეკუთვნება ერთ–ერთ ურთულეს საქმიანობას.
     დამწყები მძღოლი ვერ ასწრებს იმ ინფორმაციის გადამუშავებას, რომლის აღქმაც აუცილებელია უსაფრთხო მოძრაობისათვის, თუნდაც მინიმალური ინტენსივობის გზაზე. მძღოლმა მრავალი მოქმედება უნდა შეასრულოს მკაცრი თანმიმდევრობით და ზუსტი დოზირებით. თითოეული ეს მოქმედება საკმაოდ რთულია და მოითხოვს მყარი ჩვევების გამომუშავებას. მძღოლობის შესწავლა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. სწავლა გაცილებით იოლდება, თუ იგი იწყება საავტომობილო ტრენაჟორზე, შემდეგ კი გრძელდება სასწავლო ავტომობილზე.
     მძღოლობის გარკვეული დონის მისაღწევად თქვენ უნდა გაიაროთ სწავლების სამი ეტაპი, რომელთა თანმიმდევრობით გავლა აუცილებელია.
     პირველ ეტაპზე  თქვენ უნდა დახვეწოთ ტექნიკური ოსტატობა: უშეცდომოდ უნდა მოქმედებდეთ სატერფულებზე. დროულად უნდა გადართოთ გადაცემები,  დაამუხრუჭოთ და ატაროთ ავტომობილი სასურველი მიმართულებით. ამ მოქმედებების სწრაფ ათვისებაში  საუკეთესო შედეგებს იძლევა საავტომობილო ტრენაჟორზე ვარჯიში. ვარჯიში უნდა დაიწყოთ მარტივი, თანმიმდევრული მოქმედებებით და თანდათან გაართულოთ. გართულებაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეძლოთ რამდენიმე ოპერაციის ერთდროულად შესრულება. თანდათან უნდა გაზარდოთ ოპერაციების შესრულების სისწრაფეც.
     საავტომობილო ტრენაჟორის ათვისების შემდეგ სწავლება უნდა წარიმართოს სასწავლო ავტომობილზე. ჯერ კარგად უნდა გაეცნოთ ავტომობილის მართვის ორგანოებს; უნდა შეძლოთ ავტომობილში სწორად ჯდომა; მართვის ორგანოებზე ხელების და ტერფების სწორად განლაგება; ავტომობილის დაძვრა ბიძგების გარეშე; სწორხაზობრივი მოძრაობა; მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევა, მობრუნება და მოძრაობის შეწყვეტა მუხრუჭის გამოყენებით.
     მეორე ეტაპზე  უნდა დაეუფლოთ საჭის მდორე ბრუნვას ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ამ ეტაპზე უნდა დახვეწოთ მუხრუჭის გამოყენება და შეძლოთ ავტომობილის მდორე გაჩერება სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობისას, აგრეთვე ავტომობილის დაძვრა აღმართზე სადგომი მუხრუჭის გამოყენებით.
     მძღოლი, რომელიც დროულად რეაგირებს ყოველგვარ სიტუაციაში, ნაკლებად იღლება ავტომობილის მართვისას და ნაკლებად საშიშია მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის. ასეთი მძღოლი სწრაფად ერკვევა რთულ საგზაო პირობებში და ადვილად იცილებს თავიდან ავარიულ სიტუაციებს.
     მეორე ეტაპის ერთ–ერთი რთული ამოცანაა გადაცემების დროული გადართვა ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის მიხედვით. ამ ეტაპზე უნდა შეძლოთ ძრავის ხმის და სპიდომეტრის (ზოგიერთ ავტომობილზე ტახომეტრის) ჩვენების მიხედვით დროულად ჩართოთ შესაბამისი გადაცემა.
     პირველი ორი ეტაპის შემდეგ ტექნიკურად სწორად და შეუფერხებლად უნდა ახერხებდეს სატერფულებით და ბერკეტებით მანიპულირებას და ავტომობილის სასურველი მიმართულებით წაყვანას.
     მესამე ეტაპზე  უნდა შეძლოთ სხვა ავტომობილებთან მიმართებაში მოძრაობა, მათი გადაადგილების პროგნოზირება, თავიდან უნდა აიცილოთ ავარიული სიტუაციები, სწორად უნდა შეარჩიოთ მოძრაობის ზოლი ნაკადში მოძრაობისას და უსაფრთხოდ გაიაროთ სახიფათო უბნები. მესამე ეტაპის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა საგზაო სიტუაციების პროგნოზირების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და ემოციური მდგომარეობის გამოწრთობა.
     სამივე ეტაპის გავლის შემდეგ თავისუფლად უნდა მართავდეთ ავტომობილს როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად. უნდა შეგეძლოთ: აღმართზე დაძვრა, შეზღუდულ სივრცეში მანევრირება, გადატვირთული გზაჯვარედინების სწორად გავლა, სატრანსპორტო საშუალებების გასწრება და გვერდის ავლა, ღამით მოძრაობა.
     მას შემდეგ, რაც კარგად აითვისებთ ავტომობილის მართვას, საჭიროა ყოველდღიური მეცადინეობა, რათა თქვენს მიერ შესრულებული მოქმედებები ჩვევაში გადაიზარდოს. დამწყებ მძღოლებს, რომლებიც სისტემატურად არ მართავენ ავტომობილს, სწრაფად ავიწყდებათ შეძენილი უნარ ჩვევები. 
     ახალბედა მძღოლს თანდათან ემატება სითამამე და თავდაჯერება. იგი დარწმუნებულია, რომ თავს დააღწევს ყველა საშიშ სიტუაციას, რაც არასწორი შეხედულებაა. გამოუცდელი მძღოლები საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებს ახდენენ ზედმეტი თავდაჯერების, თავქარიანობის, მოვალეობის შეუსრულებლობის,  უყურადღებობის, წინდაუხედაობის, მოძრაობის წესების უცოდინრობის და მათი შეუსრულებლობის, საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობების უცოდინრობის გამო.
     მძღოლების უმეტესობა თვლის, რომ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება  ზოგჯერ შეუძლებელია. თუ გავარჩევთ კერძო შემთხვევებს, თითქმის ყოველთვის შეიძლება აღმოვაჩინოთ მძღოლის შეცდომა ან წინდაუხედაობა. გამოცდილი და პატიოსანი მძღოლი საკუთარ შეცდომას სხვას არასოდეს აბრალებს და ხშირად სხვა მძღოლების მიერ დაშვებულ შეცდომასაც ასწორებს.

აბა, გამოიცანით! =)


BMW i8 review


ეტორე ბუგატი & Bugatti Veyron 16.4

     ეტორე ბუგატი დაიბადა მილანში, 1881 წლის 15 სექტემბერს. მისი მამა კარლო ბუგატი იყო ცნობილი მოქანდაკე, რომლის ნამუშევრები არაბული ზეგავლენით გამოირჩეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.მილანის ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ბუგატიმ მუშაობა დაიწყო კომოპანიაში Prinetti and stucci, რომელიც ველოსიპედებს აწარმოებდა. ის მაშინათვე დაინტერესდა ტრანსპორტის წარმოების ტექნოლოგიით, რომელიც ახალი გამოგონილი იყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველმა დაუმატა ჩვეულებრივ სამთვლიან ველოსიპედს ძრავი, საუკუნის ბოლოს კი აქტიურად იღებდა მონაწილეობას რბოლებში თავისი შექმნილი ავომობილებით. 1901 წელს ბუგატიმ მილანში ჩატარებულ გამოფენაზე პირველად წარადგინა თავისი შექმნილი ავტომობილი. მანქანის წარმოების ტექნოლოგია მან ძმები გულინელების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის ჯილდო “Type2” მისი არაჩვეულებრივი კონსტრუქციისთვის, მაგრამ ამ დროისთვის ბუგატი არასრულწლოვანი იყო და ლიცენზია ავტომანქანაზე გადაეცა კომპანიას დე de Dietrich-ს რომელთანაც ბუგატიმ კონტრაქტი გააფორმა. კომპანია თანამშრომლობით უკმაყოფილო იყო, რადგან ბუგატი მცირე დროს უთმობდა მათ და დამოუკიდებლად მუშაობდა ამიტომაც კონტრაქტი გაუქმდა. შემდეგი რამდენიმე წელი ბუგატიმ იმუშაობა ემილ მატისთან ერთად და შექმნა ახალი მანქანის დიზაინი ოთხ ცილინდიარიანი ძრავით . მას მოგვიანებით მატისთანაც პრობლემები შეექმნა და მიხვდა რომ მხოლოდ მარტო თუ იმუშავდება, ყველანაირი კონტრაქტის მიერ შეზღუდული წესების გარეშე და დაიწყო დამოუკიდებად მუშაობა. შემდეგი წლების განმავლობაში ის აქტიურად ხვეწდა მანქანების წარმოების მეთოდს. 1901 წელი, მილანი მოდელი Type2 1910 წელს ბუგატიმ აიღო სესხი ათი ავტოტმობილისა და ხუთი თვითმმფრინავების ძრავის გამოსაშვებად და საკუთარი ქარხანა გახსნა მოლშაიმში. ამ წლიდანვე დაიწყო ბუგატის ლეგენდარული წარმატებები ავტო რბოლებზე. ბუგატის ავტომობილით გამარჯვებული მძღოლები იყვნენ: ჟან პიერ ვიმილი, რობერტ ბენუა, პიერ ვეირონი 1911 წელს ბუგატის “მოდელი 10” გახდა საფრანგეთის გრან პრის დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი. იგივე წელს ბუგატიმ ხელშეკრულება გააფორა Peugeot-თან და მათ ერთად გამოუშვეს Bebe peugeot ბუგატის “მოდელი 19”- ის ძრავით, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ავტომობილი გამოვიდა იგივე ძრავით. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბუგატი ამერიკისა და საფრანგეთის მთავრობების დაკვეთით აწარმოებდა თვითმფრინავების ძრავებს, რამაც გადაარჩინა კომპანია ფინანსური ზარალისგან და დაგროვილმა კაპიტალმა ხელი შეიუწყო მის შემდგომ განვითარებას, გაიზარდა პროდუქციის რიცხვი და ათასზე მეტი მუშახელი დასაქმდა. ბუგატი ყოველთვის აკვირვებდა მომხმარებელს თავისი ავტომობილების სენსაციური დიზაინით. ლეგენდარული “მოდელი 29, 30” იყო პირველი 8 ცილინდრიანი ავტომობილი, რომელსაც უნიკალური, სიგარის ფორმის დიზაინი ჰქონდა. ის პირველად 1922 წლის ACF Grand Prix–ზე გამოსცადეს, მან მეორე ადგილი აიღო. ამის შემდეგ გამოუშვეს მოდელი სახელად: “Tank” რომელმაც რბოლაში მესამე ადგილი მოიპოვა. 1924 წელს ბუგატიმ კვლავ მოახერხა მაყურებლის გაოცება, მან გამოიყვანა შეჯიბრზე ავტომანქანა, იმ პერიოდითვის ტრადიციული დიზაინით მაგრამ ერთი განსხვავებული და ამავდროულად სენსაციური ნიშნით, ავტომობილს ამშვენებდა ეხლა უკვე ასე ცნობილი ალუმინის დისკებანი საბურავები. ეს იყო რვა ცილინრიანი, “მოდელი 35”, როელიც დღესაც კი ერთერ ყველზე წარმატებულ მანქანად ითვლება ისტორიაში, 2.000 მეტი გამარჯვებით. ბუგატის ოცნება იყო შეექმნა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და 1926 წელს მისი ოცნების ახდენაც შესძლო. მან წარმოადგინა სრულიად ახალი მოდელი, რვა ცილინდრიანი ” Royale” რომელიც ავითარებდა 300 კილომეტრს საათში. ის დღევანდელი სტანარტებითაც კი ყველა დროის ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლება. მაგრამ სამწუხაროდ მოდელი შეიქმნა ისტორიის მანძილზე ყველაზე არახელსაყრელ პერიოდში, რადგან მსოფლიო დიდი დეპრესიის წინაშე იდგა. ამ ტიპის მხოლოდ სამი მანქანა გაიყიდა რამაც თითქმის დაანგრია ბუგატის კომოანია. მაგრამ ბუგატიმ ისევ მიიღო შეკვეთა საფრანგეთის მთავრობიდან, ეხლა უკვე ჩქაროსნულ მატარებელზე რამაც კომპანია მეორედ იხსნა ფინანსრური ზარალისგან. ოცდაათიან წელბში ყველაზე პოპულარული ბუგატის პროდუქციიდან იყო ბუგატის “მოდელი 57”, გაყიდული ნაწარმს რაოდენობა 750 ცალს აღემატებოდა. 1936 მოლშაიმის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ისინი უკეთეს პირობებსა და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. ეტორე ბუგატი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა თავის მუშახელთან ძლიერ გაკვივებული დარჩა შექმნილი სიტუაციით და დარწმუნებული იყო რომ მასობრივი გაფიცვა ქარხნის გარედან იყო ინსპირირებული. ამ შემთხვევის შემდეგ ის სამუდამოდ გამოეყო სამუშაო კოლექტივს და თითქმის ყოველთვის მათგან დამოუკიდებლად მუშაობდა, ამ დღის შემდეგ ის მეგობრული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო რაც ადრე სუფევდა ქარხანაში სამუდამოდ გაქრა. 1939 წელს “მოდელი 57” G Tank ის გამოცდის დროს გარდაიცვალაბუგატის შვილი ჟან ბუგატი. ამას დართო მეორე მსოფლიო ომიც რამაც ქარხნის მუშაობა თითქმის შეწყვიტა. ომის დამთავრების შემდეგ ეტორე ბუგატის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ხელახლა აემუშავებინა მოლშაიმის ქარხანა, მაგრამ მას ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ტორე ბუგატი გარდაიცვალა 1947 წელს პარიზის საავადმყოფოში. ბოლო ავტომობილი რომლის შექმნაზეც ბუგატი მუშაობდა იყო “მოდელი 73 “. ის წარმოდგინლ იქნა პარიზის ავტო შოუზე 1947 წელს, ბუგატის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. ეტორე ბუგატის ცხოვრების პერიოდში ბუგატის მარკის 7.900 ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. . ორმოცდაათიან წლებში მოლშაიმის ქარხანამ გამოუშვა ახალი “მოდელი 101” რომელიც ძალიან ჰგავდა “მოდელ 57”-ს. მაგრამ ის არ გამოირჩეოდა არც თანამედროვე დიზაინითა და არც ტექნოლოგიური მიღწევებით, ამიტომ ის სცნეს იმ დროისთვის უკვე მოძველებული სტილის ავტომობილად. 1963 წელს ბუგატის ქარხანა გაიყიდა, ის შეიძინა კომპანიამ Hispano Suiza, ოთხმოციან წლამდე კომოანია თითქმის არ უშვებდა ავტომობილებს ოთხმოციან წლებში კი ბუგატის სახელი კვლავ აღმოცენდა და წარმოადგინა ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ავტომობილი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო იმ პერიოდში კლასიკური ტიპის ავტომობილებისგან, ამ მოდელს არ გააჩნდა კონკურენტი. ეს იყო Bugatti EB 110. და მისი სპორტული მოდიფიკაცია  Bugatti 110 S. ხოლო 1993 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი EB112 1999 წელს მარკა ბუგატი შეისყიდა კონცერნმა VW, პირველი ავტომობილი რომელიც მათ მომხმაებელს წარუდგინეს იყო მინაპლასტუკური EB 118რომლის დიზაინის ავტორიც ფაბრიციო ჯუჯარო იყო. ამავე წელს ჟენევის ავტო შოუზე შედგა ახალი AUDI-ს მიერ შემუშავებული EB 218. ბუგატის შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ბუგატი EB 18/3 CHIRON (ფრანკფურტი 1999 წელი) რომლის სახელიც გამოჩენილ ფრანგ ავტომრბოლელს უკავშირდება. ეს ავტომობილი მნიშვნელოვან სენსაციად იქცა მაქსიამლური სიჩქარით 300 კმ/სთ. ერთი თვის შემდეგ ტოკიოში VW-მა წარმოადგინა ახალი სუპერ მანქანა ბუგატის სახით EB 18/4 Veyron რომლის სახელიც ასევ ბუგატის ავტომრბოლელს უკავშირდება. დიზაინზე იზრუნა VW ის დიზაინ ცემნტრმა, ჰარმუტა ვარკუსის ხელმძღვანელობით. ასევე აღსანიშვანია ის ფაქტიც რომ ბუგატის მარკა დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან სწორედ ქართული “ციკოლია დიზაინის” მიერ შემუშავებული მოდელი იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე 1997 წელს. მიუხედავად იმისა რომ ბუგატის რთული ბედი ხვდა წილად და მისი განვითარების ისტორია დაბრკოლებებით იყო აღსავსე, ბუგატის საელი კვლავაც ცოცხალია და ყოველთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება.
           
     
რა უნდა იყოს ავტომობილი, რომელიც 1,5 მილიონი დოლარი ღირს? ”ბუგატი ვეირონის” შემთხვევაში ეს არის განსაცვიფრებელი ექსტერიერი და 400კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე.
და რა შეიძლბა ითქვას ამ იშვიათი კონფიგურაციის და 1001 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავაზე? სათქმელი არც არაფერია. ბუგატის მართვისას ავტომატური შვიდსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებს თვალის დახამხამებაში ცვლის და კვადრო სისტემა მაქსიმალურ სიჩქარეს უზრუნველყოფს.
ტყავით გაწყობილი ინტერიერი თითქმის უნაკლოა და ყველა დეტალი ზუსტადაა გამოყვანილი.
ეს მოდელი ”ფოლცვაგენს” ეკუტვნის. სწორედ გერმანული კომპანიაა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდელი ფირმის თანამედროვე რეინკარნაციის ფუძემდებელი.
W-16 ძრავას საფარი არ გააჩნია, ამიტომ მისი ხილვით პირდაპპირ შეგიძლიათ დატკბეთ. ამავე დროს ეს გაგრილებას უწყობს ხელს. ძრავას 16 ცილინდრი უჩვეული ”W” ფორმით არის გნლაგებული. ოთხიხი ტურბოგამაძლიერებლითაა აღჭურვილი, ხოლო მოცულობა 8 ლიტრია. 1001 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავას 922 ფუნტი/ფუნტზე ბრუნვის მომენტი აქვს და 2030 კგ წონის სუპერავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 2,6 წამში ავითარებს.
”ვეირონზე” მშვენიერი ნამდვილად არ ითქმის, ტუმცა ექსტერიერის ფორმა განსაცვიფრებელია. ავტომობილის ცხვირი ცხენის ნალის ფორმის ტრადიციული ბადით არის აღჭურვილი. ეს დეტალი ნებისმიერ ბუგატის ამშვენებს. მოდელის უკანა ნაწილზე მაღალი სპოილერია, რომელიც სწრაფად მიმავალი ავტომობილის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ფასი:1 500 000 დოლარი
ძრავა: 1001 ცხენის ძალა, 8 ლიტრი, ოთხმაგი ტურბო, W-16
0-100კმ/სთ: 2,6 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 400კმ/სთ




Mercedes-Benz CL65 AMG

    სწორ გზაზე ”მერსედესი” 100კმ/სთ სიჩქარს სულ რაღაც 4,2 წამში ავითარებს.
”მერსედესს” სისწრაფისა და კომფორტის შერწყმა იტაცებს და CL კუპეც არ არის გამონაკლისი. ამაში დარწმუნდებით როგორც კი ორძელიან წინა ბადეს და წინა სპოილერს შეავლებს თვალს. ამობურცული კაპოტის ქვემოთ 604 ცხენის ძალის და ორმაგი ტურბოს მქონე 12 ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული.
სუპერავტომობილის ძრავას 738 ფუნტი/ფუნტზე ბრუნვის მომენტი ვერ ექნება თუ დაკიდებაც შესაბამისი არ არის. CL65 მოდელს AMG ჯვარედინად გაბურღული დისკური მუხრუჭებით უზრუნველყოფს. მუხრუჭების წუნდა მხარეებს ორმაგი მცურავი სუცპორტები ეწოდება, 20 დიუმიანი (50,8სმ) საბურავებია 275/35.დაკიდება გამაგრებულია AMG-ს ოსტატები ”მერსედეს-ბენცის” ძრავებს თითქმის 40 წელია ამზადებენ. CL65_ის ძრავა 6 ლიტრი მოცულობის V-12_ია. თითოეულ ძრავას სახურავზე დამამზადებლის ხელმოწერა აქვს და ტურბოგამადზლიერებლის წყვილით არის აღჭურვილი. ძრავის სიმძლავრე 604 ცხენის ძალაა, ხოლო ბრუნვის მომენტია 738 ფუნტი/ფუნტზე.
ფასი: 197 000 დოლარი
ძრავა: 604 ცხენის ძალა, 6,0 ლიტრი, ორმაგი ტურბო, 12 ცილინდრი
0-100კმ/სთ: 4,2 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 248კმ/სთ
(ელექტრონულად შეზღუდული)

                                               




დეტომაზო პანტერა (De Tomazo Pantera)

    როგორც ამბობბენ ელვის პრესლიმ თავის ”პანტერას” თოფი ესროლა.
ეს იყო 70-იან წლებში, როდესაც ავტომობილების სამყაროს სუპერმანქანებში ძრავის ძარის შუა ნაწილში დამონტაჟებაზე გადადიოდა. დეტროიტული ავტომობილების მწარმოებლიდან ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავის მქონე სუპერმანქანა მხოლოდ ”ფორდმა ” გამოუშვა და ”პანტერას” წარმოება იტალიელ დე ტომაზოს გადაულოცა.
    შუა ძრავის მქონე ახალი ”ფორდი” დაახლოებით 10 000 დოლარი ღირდა და 5,7 ლიტრიანი ”ფორდ V-8_ს” წყალობით ამართლებდა კიდეც ფასს. სამწუხაროდ იტალიაში გამოშვებულ ავტომობილს პრობლემები ჰქონდა და დაჟანგვასთან ერთად სხვადასხვა მექანიკური პრობლემებიც ახასიათებდა. ლეგენდარულმა ელვის პრესლიმ სწორედ იმიტომ ესროლა ტყვია ავტომობილს, რომ ის არ დაიქოქა.
თანამედროვე სპეციალისტებმა ნაკლოვანებების აღმოფხვრა შეძლეს და 50000-60000 დოლარად შესანიშნავ ”პანტერას” შეიძენთ, რომელიც ნამდვილად გაამართლებს მოლოდინს.
    ”პანტერას” ინტერიერი ტასისი პერიოდისთვის კლასიკურია. მაჩვენებლები მძღოლისკენარის დახრილი, სიჩქარეების გრძელი გადამრთველი კარგი სანახავია, ტუმცა მოსალოდნელ სიჩქარეს ყოველთვის არ გვაძლევს.
ტექნიკურად ”პანტერა” კარგად არის აწყობილი. მას აქვს ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავა, ოთხი ბორბლის დისკური მუხრუჭები, ბრუნვითი მოძრაობის სწრაფად გარდამქმნელი კბილანა საჭე და ასევე ცნობილი ”გუდიარ არივას” საბურავები. გამოშვებიდან პირველი რამდნიმე წლის განმავლობაში, სანამ გამოსაბოლქვი მოწყობილებები სიმძლავრეს შეამცირებდა, ”პანტერა” 100კმ/სთ_ს 5,5 წამში აღწევდა, რაც თავის დროზე საკმაოდ კარგი შედეგი გახდათ.
 
ფასი: დაახლოებით 10000 დოლარი(1971)
ძრავა: 310 ცხენის ძალა, 5,7 ლიტრი, 8 ცილინდრი
0-100კმ/სთ: 5,5 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 207 კმ/სთ

                                          


Alfa Romeo (8C)

”ალფა რომეო” ავტომობლიების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სახელია. იტალიური საწარმოს ისტორია სარბოლო და სპორტულ მანქანებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ 90_იანების შუა პერიოდიდან აშშ_ში ”ალფა რომეო” არ გაყიდულა. ახლა კი ”ალფა” შტატებში დიდებული “8C კომპეტიციონეთი” დაბრუნდა.
ეს დაბრუნება ნამდვილად შთამბეჭდავია. 8C-ს ექსტერიერი თანამედროვეა, თუმცა ”ალფა რომეოს” ისტორიის მცოდნეები კარბონისგან დამზადებულ ძარაზე ჭარსულის აჩრდილებსაც შენიშნავენ.
კარბონის გამოყენება 8C-ს საკმაოდ აძვირებს და სრულად აღჭურვილი მოდელის ღირებულება 250 000 დოლარს აღწევს. ამ მოდელის კუპე-ვერსია ა რის 8C-”სპაიდერი”, რომელიც ასევე სწრაფი და ლამაზია.
ალუმინის 32-სარქველიანი V8 ”ფერარის” და ”მასერატის” დახმარებით არის შექმნილი და 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ბრუნვის მომენტია 354 ფუნტი?ფუნტზე. ექვსსიჩქარიანი გადართვის მექანიკური კოლოფი ასევე ”მასერატის” მსგავსია.
V8 ძავის ანალოგიურად, 8C-ს სავალი ნაწლი ”მასერატის” ნაწილებისგან არის არის დამზადებული და ამაში არადერი ცუდი არ არის. ავტომობილის ძირი ”კუატროპორტეს” მოდიფიცირებული ვერსიაა, ხოლო დაკიდება ასევე ზემოთ ნახსენები ცნობილი სედანიდან არის აღებული. 8C მოდელი მოდენაში, იტალიაში მდებარე ”მასერატის” ქარხანაში აიწყო.
თანამედროვე ”ალფას” მფლობელები ინსტრუმენტების პანელის ძირითად ფორმას იოლად ცნობენ. პანელი ყველა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი. 8C-ს ექსტერიერი ლამაზი და მარტივია, ხოლო ინტერიერი ოდნავ გადატვირთული ჩანს, თუმცა კარბონით, ალუმინით და ტყავით არასასიამოვნოდაა გაწყობილი.
 ფასი: 230 000 დოლარიძრავა: 450 ცხენის ძალა, 4,7 ლიტრი, V80-100 კმ/სთ: 4,2 წამიმაქსიმალური სიჩქარე: 291 კმ/სთ

იცოდით? ალფა-რომეო კარაბო & 8C

    ”ალფა-რომეოს” სარბოლო ავტომობილის ძარის ქვეშ სავალი ნაწილია, ხოლო ავტომობილი პატარა V-8 ძრავათი არის აღჭურვილი. ეს მანქანა ცნობილია გარდამავალი მწვანე შეფერილობით რითაც ხოჭო კარაბოს მოგვაგონებს.     სახელწოდება 8C იტალიური ფრაზიდან ”Otto Cilindri” მოდის, რაც რვა ცილინდრს ნიშნავს.