Friday, March 13, 2015

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ?

როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ?
დღეს მილიონობით ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია ავტომობილის გარეშე ცხოვრება, თუმცა ბევრს მისით მგზავრობა ძვირად უჯდება. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 1 200 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფის შედეგად. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება, როგორ ვმართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ. ახლა ყურადღება მივაქციოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან მხარეს.
ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა
ერთი ავსტრალიური ჟურნალის თანახმად, უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევა მძღოლი საჭესთან. სანამ საჭეს მიუჯდება, მძღოლმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: როგორ ვგრძნობ თავს და რა ხასიათზე ვარ? დაღლილობის გამო მძღოლს შეიძლება შენელებული რეაქცია ჰქონდეს. ფილიპინების სატრანსპორტო განყოფილების განაცხადით, სიბრაზე,ნერვიულობა და მღელვარება უარყოფითად აისახება მძღოლზე; ასეთ მდგომარეობაში მძღოლმა შეიძლება უადგილო გადაწყვეტილებები მიიღოს და არანორმალურად მართოს ავტომობილი.
გასათვალისწინებელია მძღოლის ფიზიკური მდგომარეობაც. ზოგიერთი დაავადების ან ტრავმის გამო მძღოლმა შეიძლება ვეღარ შეძლოს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა. ვინც აფასებს სხვების სიცოცხლეს, საჭეს არ მიუჯდება მაშინ, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის. ნარკოტიკებმა ან ზოგმა მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მძღოლზე. ასეთ შემთხვევაში გონიერი მძღოლი ან უარს იტყვის მანქანის მართვაზე ან სხვას დასვამს საჭესთან (Australian Journal of Social Issues).
კარგად მართავთ ავტომობილს?
მრავალ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება გამოუცდელი მძღოლების რიცხვიც. ამიტომ ავტოკატასტროფის თავიდან ასარიდებლად გასათვალისწინებელია ორი რამ.
გამოიჩინეთ სიფრთხილე! იყავით ყურადღებით, რომ საფრთხე არ შეგიქმნათ წინიდან თუ უკნიდან მომავალმა მანქანამ და წინასწარ განსაზღვრეთ სხვა სატრანსპორტო საშუალებების შესაძლო მანევრი. დაჯახების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილებს შორის სათანადო მანძილი არ არის დაცული. გონიერი მძღოლი სხვა მანქანებთან დისტანციასდაიცავს.
გახსოვდეთ, რომ არსებობს „მკვდარი ზონები“ და ყურადღების გაფანტვისსაშიშროება. ნუ იქნებით მხოლოდ სარკეების იმედზე, აქეთ-იქით გაიხედეთ. ნუგაგეფანტებათ ყურადღება. მოერიდეთ ერთდროულად ბევრი რამის კეთებას, მაგალითად, ტელეფონით ლაპარაკს ან სხვადასხვა მოწყობილობის მართვას.
მოტოციკლის მართვა. ზოგი ავტორიტეტული პირის აზრით, საგზაო შემთხვევებისას მოტოციკლისტების დაღუპვის ალბათობა 37-ჯერ მეტია ავტომობილის მძღოლების დაღუპვის ალბათობაზე. უსაფრთხოების რა ზომების მიღება შეგიძლიათ? ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება მოტოციკლისტისთვისაც არ იქნება ურიგო. გარდა ამისა, მოტოციკლისტებისთვის განკუთვნილ ერთ ამერიკულ სახელმძღვანელოში შემდეგი რჩევებია მოცემული:„ნუ ამოეფარებით სატრანსპორტო საშუალებებს“. დარწმუნდით, რომ სხვები გხედავენ. ყოველთვის ჩართული გქონდეთ ფარები. არ აღმოჩნდეთ სხვა მძღოლისთვის „მკვდარ ზონაში“. „ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი“. ატარეთ უსაფრთხოების ჩაფხუტი და ჩაიცვით ღია ფერის დამცავი ტანსაცმელი.„იმოძრავეთ განსაკუთრებული სიფრთხილით“. წარმოიდგინეთ, რომ სხვები ვერ გხედავენ და შესაბამისად მართეთ მოტოციკლი (Motorcycle Safety Foundation).
შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი
მძღოლი უნდა იყოს დაცული, ავტომობილი კი — გამართული. მუხრუჭები და მანქანის სხვა ნაწილები კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ავტომობილის მოცურების ალბათობა მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი, საბურავისპროტექტორები ზომაზე მეტად არ უნდა იყოს გაცვეთილი. ავტომობილისსაბურავებში საკმარისი წნევა ხელს უწყობს ავტომობილის გამართულად სიარულსა და ადვილად დამუხრუჭებას. ავტომობილების უმეტესობას აქვსუსაფრთხოების ქამრები. თუ არ გაიკეთებთ, უსაფრთხოების ქამარი თავის დანიშნულებას დაკარგავს.
მართეთ ავტომობილი ვითარების შესაბამისად. განსაზღვრეთ დამუხრუჭებისმანძილი სველ გზებზე, განსაკუთრებით, როცა სავალი ნაწილი მოყინული ან დათოვლილია. ღამით მგზავრობისას ფარები კარგ მდგომარეობაში გქონდეთ და ნელა იარეთ. ვინაიდან სიცოცხლე ღმერთმა გვიბოძა, გონივრულია, თუ ვისწავლით ავტომობილის უსაფრთხოდ მართვას.

როგორ დავზოგოთ საწვავი?
▪ იმოძრავეთ თანაბარი სიჩქარით: სიჩქარის ხშირად მომატებისა და დამუხრუჭების დროს მეტი საწვავი იხარჯება.
▪ გამორთეთ ძრავა, როცა მანქანა გაჩერებულია: თანამედროვე ავტომობილებს დაძვრამდე ძრავის გახურება არ სჭირდება. თუ ნახევარ წუთში არ აპირებთ მანქანის დაძვრას, გამორთეთ ძრავა.
▪ საბურავებში საკმარისი წნევა შეიყვანეთ: თუ საბურავი სათანადოდ არის დაბერილი, ადვილად ტრიალებს და საწვავიც საგრძნობლად იზოგება.
▪ ნუ ივლით ძალიან სწრაფად: მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახიფათოა და საწვავიც მეტი იხარჯება.

❏ იყავით ყურადღებით
❏ გაიკეთეთ უსაფრთხოების ქამარი
❏ მოერიდეთ ერთდროულად ბევრი რამის კეთებას
❏ ნუ გაგეფანტებათ ყურადღება

❏ გახსოვდეთ, „მკვდარი ზონები“
❏ მუხრუჭები კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს
❏ საბურავებში საკმარისი წნევა უნდა იყოს
❏ პროტექტორები არ უნდა იყოს გაცვეთილი
❏ დაიცავით დისტანცია

❏ „ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი“
❏ „ნუ ამოეფარებით სატრანსპორტო საშუალებებს“

❏ შეამოწმეთ ფარები

დრიფტი

   

    დრიფტი (
 Drift) — მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით.
   დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.
   
   მ
საჯობა

დრიფტის უნიკალურობა იმაშია, რომ შეჯიბრის შედეგი დროით არ ფასდება. მრბოლელის გამოსვლა რამდენიმე პარამეტრით ფასდება:
 - მოსახვევის გავლის ტრაექტორია - არსებობს სპეციალუად მონიშნული წერტილები, რომელთა ახლის გავლით განისაზღვრება ქულების ოდენობა. - მოსახვევის გავლის კუთხე - რაც მეტია კუთხე მით მეტია ქულა. - სიჩქარე (საშუალო სიჩქარე - 130 კმ/სთ). - სანახაობრიობა და სტილი (ფასდება მსაჯების და მაყურებლების მიერ).
   ჩემპიონატები
  დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.   
    დრიფტის ავტომობილი როგორც წესი დიდი სიმძლავრის უკანა წამყვან თვლებიანია. პრაქტიკულად ყოველთვის ავტომობილი მსუბუქდება და განიცდის ტუნინგს. კერძოდ: ფორსირდება ძრავი და იცვლება უკანა დიფერენციალი. დრიფტის კლასიკურ ავტომობილებად ითვლებიან: Nissan 350Z, Nissan Silvia S15, Nissan 180SX, Nissan Skyline, Mazda RX-7 და "ჰაჩი-როკუ" პირდაპირ თარგმანში "8-6" — AE86 (Toyota Sprinter Trueno, Toyota Corolla Levin) 1984—1986 წლის გამოშვებები და S პლატფორმის Nissan (Silvia/180SX/200SX/240SX).
 
   
  დრიფტის ძირითადი ხერხები
Yorin drift
სრიალი ოთხივე თვალის მოსრიალებით. როდესაც ავტომობილი ოთხივე თვალით იწყებს სრიალს შუა მოსახვევში.
                         
Kanteria / feint drift
რწევა ან მოქნევა. მოსრიალება რის მეშვეობითაც შესაძლებელია S-ის მაგვარი მოსახვევების (შიკანების) გავლა, როდესაც მოსრიალება ერთ მხარეს წარმოადგენს სამზადისს მეორე მოსახვევის გავლისა. ასეთ ტექნიკას რალიში იყენებენ.
Braking Drift
დრიფტი დამუხრუჭებით. ამ ხერხის გამოყენებისას მუხრუჭს ეჭირება მოსახვევში შესვლისას და მთლიანად ეშვება "აპექსის" წერტილის მიღწევისას, ამის მეშვეობით მანქანის წონა წინ ნაწილდება და უკანა თვლები კარგავს ჩაჭიდებას ასფალტის საფართან, ხოლო შემდგომ სრიალი კონტროლდება საჭის და გაზის მეშვეობით.
Power over drift
გადამეტებული სიმძლავრე. ასეთი ხერხის დრიფტი გამოიყენება მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში. ძრავის დიდი სიმძლავრის წყალობით მოსახვევში ხდება საბურავების მობუქსავება და ასვალტის საფართან ჩაჭიდების კარგვა.
Hand braking drift
სრიალი ხელის მუხრუჭის გამოყენებით. ეს ყველაზე ადვილი ტექნიკაა, რომელშიც ხელის მუხრუჭის მეშვეობით ხორციელდება უკანა თვლების ჩაჭიდების კარგვა, ხოლო მართვა ხორციელდება საჭის ბრუნვით და სიჩქარის მომატება - კლების მეშვეობით.
Side braking drift
გვერდითა სრიალი. დრიფტის ნაირსახეობა როდესაც ხდება უკანა თვლების მოსრიალება და ავტომობილი პრაქტიკულად გვერდულად მისრიალებს.
Chokudori
ჩვეულებრივ გამოიყენება გზის სწორე მონაკვეთის გავლის შემდგომ, რომ მოხდეს ავტომობილის სიჩქარის ვარდნა და შესრულებულ იქნას "ღრმა" სრიალი. დამუხრუჭება ხდება ავტომობილის სრიალის მეშვეობით და ავტომობილის საჭირო კუთხით მოსრიალებით რათა რაც შეიძლება სარგებლიანად იქნას გავლილი მოსახვევი.
Manji
ხორციელდება სწორ გზაზე, როდესაც მრბოლელი ერთი მხრიდან მეორე მხარეს ახორციელებს ავტომობილის რყევას. როგორც წესი გამოიყენება საჩვენებელი გამოსვლების დროს. მანჯი არის ბევრი ხრიკის განხორციელებისთვის მზადება, როგორებიცაა ტეკუდორი და ინერციული სრიალი.
დრიფტის ნაირსახეობად ითვლება ასევე BURNOUT, ეს არ გულისხმობს ავტომობილის სწრაფი მოძრაობის დროს მის მოსრიალებას, ან სხვა სახის მანევრირებას, ეს უბრალოდ გაჩერებული ავტომობილის ადგილზე " ბუქსაობაა ", უმეტესად კეთდება უკანა ან ოთხივე (4X4) წამყვან თვლიანი ავტომობილით, წინაზე მისი განხორციელება ხელის ტორმუზით ხერხდება (რუჩნიკით), ეს უკანასკნელი აჩერებს უკანა ბორბლებს ხოლო გაზის მიჭერით წინა ბორბლები ადგილზე ბუქსაობს, შესაძლებელია ავტომობილის ადგილიდან დაძვრა, იმ შემთხვევაში თუ "რუჩნიკმა" ვერ მოახერხა ავტომობილის ადგილზე მყარად გაჩერება, უკანა და ოთხივე "ვიდუშებში" ხდება გაზისა და ტორმუზით ერთდროული დაჭერით, მაგალითად ავტომობილი არის გაჩერებული (ამუშავებულ მდგომარეობაში " აბრუნებული") და სიჩქარის პირველში ჩაგდების შემდეგ ხდება ციპლენიის და ტორმუზის ერთად დაჭერა, ( ამ დროს ავტომობილი ადგილიდან არ იძვრის), შემდეგ ვაზლევთ გაზს, იმ დონეზე რომ მანქანას ბუქსაობა არ გაუჩირდეს, და ციპლენიას ვუშვებთ სწრაფად, ტორმუზე ფეხი დაჭერილი გვაქვს რომ წინა ბორბლებმა მანქანა ადგილზე შეაკავოს, და მანქანა იწყებს ეგრეთ წოდებულ BURNOUT-ს.